მთავარი გვერდი

   

კათედრები

   

მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი

   

დირექტორის წერილი

   
ავტორიზაცია

ინტერაქტივის

 
   დირექტორის წერილი                                              

მოგესალმებით სკოლა „ერუდიტის“ დირექტორი ქეთევან ჯანუაშვილი, მინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის პრიორიტეტები.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის გულთბილი და ოჯახური გარემო, რომელიც სკოლის შენობაში შემოსვლისთანავე იგრძნობა. ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ სკოლაში ადაპტაციის საშუალებას, რათა ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთონ. სწავლა მშვიდ გარემოში მოსწავლეთათვის სიამოვნება უნდა იყოს და არა ტანჯვა.

კლასები დაკომპლექტებულია 10-15 მოსწავლით. სწავლა მიმდინარეობს დილის 930 საათდან 17:00 საათამდე. გაკვეთილებს ატარებენ სერთიფიცირებული, სახელმძღვანელოების ავტორები და მაღალკვალიფიციური პედაგოგები.

ჩვენთვის ცნება არცოდნა სირცხვილი არარის. მოსწავლეს ვუქმნით იმ სასწავლო განრიგს, რომლითაც ის მოკლე ვადაში აღადგენს თავის ცოდნას. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოსწავლეები 17 საათამდე რჩებიან სკოლაში და ასრულებენ პედაგოგებთან ერთად საშინაო დავალებებს. თუ ვინმეს ჩამორჩენა აქვს რაიმე საგანში სხვადასხვა მიზეზების გამო მას ინდივიდუალურად ეხმარება კონკრეტული საგნის პედაგოგი.

ჩვენი სკოლის მთავარი ორიენტირია არამხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.

სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის  წევრების ინიციატივით იმართება შემოქმედებითი საღამოები, ინტეგრირებული გასვლითი ექსკურსიები, მათივე ინიციატივით სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმები, როგორც საჯარო სკოლებთან ასევე უმაღლეს დაწესებულებებთან.

ჩვენი მოსწავლეები აქტიურები,  ხალისიანი, მეგობრული და დამოუკიდებლები არიან. ჩვენს კურსდამთავრებულებს უკვე ბევრი წარმატებები აქვთ, ამას ადასტურებს ის მადლობის სიგელები, რომლებსაც ხშირად იღებს ჩვენი სკოლა.

ჩვენ გვჯერა ჩვენი თითოეული მოსწავლის და მათი მიღწეული შედეგის.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ამინდი
 

კალენდარი

 

ბმულები

 

© 2011 შ.პ.ს. ერუდიტი

 ყველა უფლება დაცულია

www.eruditischool.ge

 

Designed By:  Development