2018 წლის სკოლის წარჩინებული, ოქროს მედალოსანი მოსწავლეები 

  

 

         2019 JA Georgia company of the year Competition
#საკალმე/sakalme

             ჩვენი ფინალისტი, წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებელი მარიამ ლომიძე

 

 

 

 

 

         პატარა "ერუდიტელებს" Gino paradise - მა უმასპინძლა

                   #happydayfriendlytimerelaxtime

 

 

 

 

 

         მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში მოეწყო "დედამიწის დღისადმი" მიძღვნილი აქტივობები 
#happyearthday

 

 

 

 

         მე - 7 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბოლქვაძე) წარმოადგინეს როლური თამაში ბაქტერიების გასამართლება. პროცესში მონაწილეობდნენ მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები, პროკურორი, ადვოკატი, მსჯავრდებულები, ბრალდებისა და დაცვის მოწმეები.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა და ბრალდების მოწმეებმა დაადანაშაულეს: 1.პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ მძიმე ინფექციურ დაავადებებს და ადამიანების სიკვდილს;
2.
ბაქტერიები რომლებიც იწვევენ საკვები პროდუქტების გაფუჭებას;
3.
აქტერიები, რომლებიც შლიან ცელულოზას და აფუჭებენ უნიკალურ ბიბლიოთეკებს;
სასამართლოს წინაშე წარდგნენ: ტუბერკულოიზის, ქოლერის, ბოტულიზმის,შავი ჭირის,ტეტანუსის გამომწვევი პათოგენური ბაქტერიები. პროცესზე დაწვრილებით იქნა განხილული მათი აგებულება, გავრცელების გზები, დაავადების სომპტომები, ისტორიული ფაქტები ( სხვადასხვა დროს ამ პათოგენური ბაქტერიების მიერ გამოწვეული ეპიდემიები და ადამიანთა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი)
ადვოკატმა ბაქტერიების დასაცავად პროცესზე წარმოადგინა დაცვის მოწმეები. დაცვის მხარემ აჩვენა, რომ ბაქტერიები სასარგებლო საქმესაც აკეთებენ, როგორც ადამიანისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი ბუნებაშიც.
👉პროცესის ბოლოს მოსამართლემ გამოიტანა ვერდიქტი:
პროცესზე მოვისმინეთ პროკურატურისა და მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბაქტერიებს ამხელებდნენ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. მოვისმინეთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, სადაც ბაქტერიების დადებით როლზე იყო ლაპარაკი. ბაქტერიები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბუნებაში და ამ მხრივ მათ მნიშვნელობა განსაკუთრებულია. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ბაქტერიები მხოლოდ ზიანის მომტანია, ამიტომ საჭიროა მათი განადგურება. რაც უფრო სწრაფად და მეტ ბაქტერიას გავანადგურებთ, მითუფრო უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის გარემო.
 
განხილულმა პროცესმა აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა არაა სწორი.

 

 

 

         სკოლა ერუდიტი ულოცვას X კლასის მოსწავლეს მარიამ გვიმრაძეს და მის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ირმა ლომიძეს - დედაენის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობისთვის და ბლოგების კონკურსში გამარჯვებისთვი

 

 

 

 

         12 აპრილს სკოლა ერუდიტის ქართული ენის და ლიტერატურის და საზოგადოებრივი და ზუსტი მეცნიერებების კათედრების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში რა?! სად?! როდის?! გაიმართა
👉შეჯიბრში მონაწილეობდნენ VI,VII და VIII კლასის მოსწავლეთა გუნდები.
ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა გუნდების ლიდერებისა და კაპიტნების შეჯიბრების ეპიზოდი. ღონისძიების დასკვნით ნაწილში აქტიურად ჩაერთვნენ მაყურებლებიც, მათ მოსწავლეებთან ერთად შეავსეს კროსვორდი.
ვულოცავთ გამარჯვებას 7 კლასის მოსწავლეთა გუნდს და მათ პედაგოგებს.

 

 

 

 

         ეხუთე კლასის მოსწავლეები კვლავ აგრძელებენ, როგორც პროგრამული, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, იყენებენ ტექსტზე მუშაობის მრავალფეროვან მეთოდებს და საკუთარი ნააზრევი შემოქმედებითად გადააქვთ საპრეზენტაციო ფურცლებზე

 

         სკოლაში ჩატარდა შეხვედრა ისტორიის პედაგოგებსა (. ბარამია, . ჯანჯღავა) და მოსწავლეებს შორის თემაზე: 9 აპრილი და მისი გმირები.
მოსწავლეებს გააცნეს და გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი მოვლენები და ამ მოვლენების განვითარების ქრონოლოგია.
#მადლობათავისუფლებისთვის

 

 

 

                           სკოლა ერუდიტში მოეწყო დაწყებითი კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა🎭
👉გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა: I-II კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციები პეიზაჟის ფონზე შექმნეს პასტელით, III-IV კლასის მოსწავლეებისთვის ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი იყო, მათ იმუშავეს ნატურმორტის პეიზაჟისა და აბსტრაქტული კომპოზიციების თემაზე, ნატურმორტისა და პეიზაჟის შემთხვევაში მთავარი ინსპირაცია ვან გოგის ფერწერა იყო. V კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს პეიზაჟის პორტრეტი და აბსტრაქტული ნამუშევრები. (პედაგოგი: სოფო ლებანიძეSopo Lebanidze
📌მოსწავლეების ნახატებში კარგად ჩანს მათი აზრი და დამოკიდებულება მიღებული ცოდნიდან და ვიზუალური ინფორმაციიდან.

 

 

 

 

 

         VIII კლასელებმა ისტორიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) წარმოადგინეს საერთო პროექტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით
📌მოსწავლეებმა ისაუბრეს ომის გამომწვევ მიზეზებზე, საომარ მოქმედებებზე და შედეგებზე.

 

 

 

 

 

         ტექსტის შინაარსის გაგება მასში გადმოცემული აზრების გაცნობიერებას და გონებაში გამთლიანებას გულისხმობს, ამიტომ კითხვის სწავლების მომენტში ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ აკავშირებენ მოსწავლეები ტექსტის სტრუქტურულ ნაწილებს ერთმანეთთან. ტექსტის სტრუქტურის გაგება ეხმარება მოსწავლეს დაიმახსოვროს ტექსტის დეტალები, გაიგოს აზრი და შინაარსი ერთ მთლიან სიუჟეტად გააერთიანოს. მოსწავლის წარმოსახვა აქტიურად მუშაობს, რათა სიუჟეტური მოვლენები ვიზულაურ ელემენტებად, ილუსტრაციებად გააცოცხლოს.
📖🗞საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა 
პედაგოგი: მაია ფუხაშვილი

 

 

 

 

         მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახალისო ლოგიკურ-მათემატიკური ამოცანების გამოყენებით ჩაატარეს შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა📌ისინი განაწილდნენ ოთხ ჯგუფად. პასუხების გაცემა ხდებოდა წერილობით.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

 

 

 

 

         X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოგვიდგინეს პროექტები პრეზენტაციის სახით თემაზე: "საჭმლის მომნელებელი სისტემა" და "გულ-სისხლძარღვთა სისტემა".
📌მოსწავლეებმა იმსჯელეს ამ სისტემების ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და მათი პათოლოგიებით გამოწვეულ დაავადებებზე.
პედაგოგი - ნანა მენაღარიშვილი

 

 

 

 

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეები ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციის სემინარზე
მადლობა სენსეი თეა ამაშუკელს.

 

 

 

 

 

         მადლიერების გამოხატვით ჩვენ ვსწავლობთ პოზიტიურ აზროვნებასაც. როდესაც ვფიქრობთ რატომ ვართ მადლიერები, ვიწყებთ იმაზე ფიქრსაც თუ რა დადებითი და სასიამოვნო ხდება ჩვენ გარშემო. ვაფასებთ სხვებისა და საკუთარ შრომას, წვლილს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ადამიანებს დაუმზადეს სამადლობელი ბარათები. განიხილეს და იმსჯელეს სიტყვა "მადლობის" მნიშვნელობაზე.
საგანი: ლაბირინთი
პედაგოგი: თეა ბოკუჩავა

 

 

 

 

 

         ვაგრძელებთ თემას: "ემოციები". დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს და გააფორმეს "ემოციების ყუთი". რა არის ჩვენი "ემოციების ყუთი"? ეს არის ჯადოსნური ყუთი, რომელშიც შეგვიძლია მოვათავსოთ ჩვენ მიერ განცდილი ემოციები: სიხარული, ბრაზი, სევდა და .. ადამიანის ხასიათის ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი ემოციაც. ჩვენი მიზანია შევძლოთ როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ემოციების აღქმა, რათა მოვახერხოთ სიტუაციის ადეკვატურად გააზრება და რეაგირება. ზოგჯერ რთულია საუბარი, როდესაც ემოციების მოზღვავებას განვიცდით. განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. სწორედ ამაში გვეხმარება "ემოციების ყუთი". მისი საშუალებით შეგვიძლია კონკრეტულ მომენტში განცდილი ემოცია გამოვხატოთ არავერბალურად, გადმოვიტანოთ ფურცელზე წერილის, ნახატის, აპლიკაციის სახით და მოვათავსოთ მასში
საგანი: ლაბირინთი
პედაგოგი: თეა ბოკუჩავა

 

 

 

 

         აკადემიური უნარების გარდა, ასევე აუცილებელია ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ ემოციების სახელდება, მათი ამოცნობა, დიფერენცირება, გამოხატვა, ხელი შევუწყოთ ემპათიის უნარის განვითარებას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს ემოციების მნიშვნელობაზე. გაგვიზიარეს საკუთარი მოსაზრებები. განიხილეს რას გრძნობენ ადამიანები, როდესაც მოწყენილები ან მხიარულები არიან.
წარმოადგინეს ჩანახატები თემაზე: " ჩემი ბედნიერება". გიზიარებთ მათ მოსაზრებებს ბედნიერების შესახებ. რა არის ჩემთვის ბედნიერება? - როცა დედა და მამა სიურპრიზებს გვიკეთებენ (. მანაგაძე) - როდესაც ძაღლს ვხედავ (. ჟვანია) - კატა (. მძინარიშვილი) - ნაყინის ჭამა (. ბოკერია) - ზღვაზე წასვლა და ნაყინის ჭამა (. გეორბელიძე) - დედას კოცნა და სკოლა (. რობაქიძე)
საგანი: ლაბირინთი
პედაგოგი: თეა ბოკუჩავა

 

 

 


 

 

         V - VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სტუმრად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტ - ლეონარდოს - Opera Omnia- ფარგლებში.
მოსწავლეებმა იხილეს ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.


 

 

         სკოლა ერუდიტი შეუერთდა ბედნიერების საერთაშორისო დღეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს ეზოში, იმხიარულეს, იმსჯელეს და გაგვიზიარეს რა არის მათთვის ბედნიერება

 

 

 

 

 

         IX კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე (პედ: ნანა ხაჩიძე) წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე განტოლება. მათ ისაუბრეს განტოლების ტერმინის შემოღებისა და იმ ქართველი მათემატიკოსების შესახებ, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ტერმინოლოგიას

 

 

         სკოლა ერუდიტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებლები თეა ბოკუჩავა და კოტე ბარამია იმყოფებოდნენ ტრეინინგზე, რომლის მიზანიც იყო პედაგოგებისათვის ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გაცნობა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

 

 

 

 

 

         VIII-IX კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ბავშვთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსია, რომელზეც მოწვეულმა ექსპერტმა სალომე ჭიჭინაძემ მოსწავლეებთან ერთად განიხილა რა კომპონენტებს მოიცავს ტერმინი ბავშვთა დაცვა, რა ფაქტორები განაპირობებს ძალადობრივ ურთიერთობებს, რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ძალადობრივი ქმედებები და როგორ უნდა აღმოიფხვრას ამგვარი პრაქტიკა.

 

 

 

 

         VII კლასის მოსწავლეები, გეოგრაფია - ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში (პედაგოგები: ალ. ფირუზაშვილი, . ბარამია) იმყოფებოდნენ ჟინვალის წყალსაცავზე, ანანურის მონასტერში და . მცხეთაში. მოსწავლეები გაეცნენ წყალსაცავის ისტორიას, მის გამოყენებას და მნიშვნელობას ქვეყნისათვის. უდიდესი ინტერესი გამოიწვია მათ მიერ ნაპოვნმა ქვამ, რომელიც საუკუნის წინანდელ მოვლენებს ასახავს. მოსწავლეებმა უფრო მეტი გასვლითი გაკვეთილის ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

 

 

 

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაეცნენ თემას: "უსაფრთხო ინტერნეტი". იმსჯელეს ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. როლური თამაშის მეშვეობით ნახეს, თუ როგორ შეიძლება უცხო ადამიანმა მოიპოვოს და გამოიყენოს მათი პირადი ინფორმაცია
საგანი - ლაბირინთი 
პედაგოგი - თეა ბოკუჩავა

 

 

 

 

 

         VI-VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სტუმრად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტ - ლეონარდოს - Opera Omnia- ფარგლებში.
მოსწავლეებმა იხილეს ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.

 

 

 

 

 

         X კლასის მოსწავლეებმა ქიმიის ლაბორატორიაში ჩაატარეს ცდები იონური მიმოცვლის და ჟანგვა- აღდგენის რეაქციებზე. ( პედაგოგი . გრიგალაშვილი)

 

 

 

 

 

 

         VIII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე (პედაგოგი ნანა ხაჩიძე) წარმოადგინეს პრეზენტაცია მათემატიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ცნობილ დებულებაზე პითაგორას თეორემა. ეს დებულება, მართკუთხა სამკუთხედის კათეტებისა და ჰიპოტენუზის სიგრძეთა შესახებ, ძველ ეგვიპტესა და ბაბილონშიც იყო ცნობილი და აქტიურად გამოიყენებოდა კიდეც, თუმცა დებულების სრულყოფილი დასაბუთება პირველად ბერძენმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამ შეძლო. მოსწავლეებმა მოიყვანეს ამ დებულების დამტკიცების რამდენიმე მაგალითი. აჩვენეს, რომ თუ სამკუთხედის გვერდების შეფარდებაა 3: 4: 5 , მაშინ ეს სამკუთხედი მართკუთხაა. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს პითაგორას თეორემის მეთოდის გამოყენებაზე ეგვიპტური პირამიდების აგებისას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         ბუნების გაკვეთილზე მეორე კლასმა იმსჯელა და განიხილა თემა: "ქარი". (პედაგოგი: თეა ბოკუჩავა). მოსწავლეებმა დაამზადეს "ტრიალა". ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ვნახეთ მისი მუშაობის პრინციპი

    

 

 

         VIII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე (პედაგოგი ნანა ხაჩიძე) წარმოადგინეს პრეზენტაცია მათემატიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ცნობილ დებულებაზე პითაგორას თეორემა. ეს დებულება, მართკუთხა სამკუთხედის კათეტებისა და ჰიპოტენუზის სიგრძეთა შესახებ, ძველ ეგვიპტესა და ბაბილონშიც იყო ცნობილი და აქტიურად გამოიყენებოდა კიდეც, თუმცა დებულების სრულყოფილი დასაბუთება პირველად ბერძენმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამ შეძლო. მოსწავლეებმა მოიყვანეს ამ დებულების დამტკიცების რამდენიმე მაგალითი. აჩვენეს, რომ თუ სამკუთხედის გვერდების შეფარდებაა 3: 4: 5 , მაშინ ეს სამკუთხედი მართკუთხაა. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს პითაგორას თეორემის მეთოდის გამოყენებაზე ეგვიპტური პირამიდების აგებისას.

 

  

    

 

 

         X კლასის მოსწავლეებმა ქიმიის ლაბორატორიაში ჩაატარეს ცდები იონური მიმოცვლის და ჟანგვა- აღდგენის რეაქციებზე. ( პედაგოგი . გრიგალაშვილი)

 

 

 


  

 

        

         VII კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე (პედ. .ფირუზაშვილი) ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე მსოფლიო ოკეანის ნაწილები. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, მსოფლიოს ფიზიკურ და კონტურულ რუკებთან, აღნიშნული აქტივობისას მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, კონსესუსის და სივრცეში ორიენტირების უნარი.

 

 

   

 

 

         მეხუთე კლასის მოსწავლეები აგრძელებენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას. ამჯერად წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის ,,დამრიგებელი". იმსჯელეს და საპრეზენტაციო ფურცლებზე წარმოადგინეს დავალება ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო...

 

 

 

   

 

 

         VI-VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სტუმრად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტ - ლეონარდოს - Opera Omnia- ფარგლებში.
მოსწავლეებმა იხილეს ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.

 

                                                     

    

 

 

 

         მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ,,პატარა დინოზავრი", იმსჯელეს ზღაპრის მთავარ სათქმელზე და შემოქმედებითად გადმოსცეს საპრეზენტაციო ფურცლებზე. (პედაგოგი ნინო პაპიძე)

 

 

   

 

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაეცნენ თემას: "უსაფრთხო ინტერნეტი". იმსჯელეს ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. როლური თამაშის მეშვეობით ნახეს, თუ როგორ შეიძლება უცხო ადამიანმა მოიპოვოს და გამოიყენოს მათი პირადი ინფორმაცია
საგანი - ლაბირინთი 
პედაგოგი - თეა ბოკუჩავა

 

 


  

 

 

         VII კლასის მოსწავლეები, გეოგრაფია - ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში (პედაგოგები: ალ. ფირუზაშვილი, . ბარამია) იმყოფებოდნენ ჟინვალის წყალსაცავზე, ანანურის მონასტერში და . მცხეთაში. მოსწავლეები გაეცნენ წყალსაცავის ისტორიას, მის გამოყენებას და მნიშვნელობას ქვეყნისათვის. უდიდესი ინტერესი გამოიწვია მათ მიერ ნაპოვნმა ქვამ, რომელიც საუკუნის წინანდელ მოვლენებს ასახავს. მოსწავლეებმა უფრო მეტი გასვლითი გაკვეთილის ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

 

 

 

    

                      

 

         სკოლა ერუდიტი თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის და ყველგან ამაყობდა და ამაყობს თავისი პედაგოგებით
დღეს სკოლას უძღვება 1 მენტორი, 2 წამყვანი და 14 უფროსი მასწავლებელი
გილოცავთ პედაგოგებს, გისურვებთ შემდგომ წინსვლას და წარმატებას ჩვენი მოსწავლეების და სკოლის საკეთილდღეოდ.
გვიყვარხართ და გვეამაყებით.

 

 

 

    

 

 

          15 მარტს VIII-IX კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ბავშვთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსია, რომელზეც მოწვეულმა ექსპერტმა სალომე ჭიჭინაძემ მოსწავლეებთან ერთად განიხილა რა კომპონენტებს მოიცავს ტერმინი ბავშვთა დაცვა, რა ფაქტორები განაპირობებს ძალადობრივ ურთიერთობებს, რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ძალადობრივი ქმედებები და როგორ უნდა აღმოიფხვრას ამგვარი პრაქტიკა.

 

   

 

 

         სკოლა ერუდიტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებლები თეა ბოკუჩავა და კოტე ბარამია იმყოფებოდნენ ტრეინინგზე, რომლის მიზანიც იყო პედაგოგებისათვის ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გაცნობა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

   

 

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა "სამყაროს შემეცნების " გაკვეთილზე (პედაგოგები: . ფირუზაშვილი და . ბარამია) გაეცნენ სკოლის საევაკუაციო გეგმას. ჩატარდა იმიტირებული გაკვეთილი მიწისძვრაზე და ხანძარზე, რა დროსაც მოსწავლეებმა იმოქმედეს ინსტრუქციის მიხედვით.

 

 

  

 

 

 

         V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის გაკვეთილზე (პედაგოგი: მარიამ ლომიძე) წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: "მრავალფეროვანი სამყარო". მოსწავლეები გაეცნენ და დაამუშავეს თემები მათთვის საინტერესო ქვეყნების კულტურის, ტრადიციების და ღირშესანიშნაობების შესახებ;

 

  

 

 

 

         III კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს წელიწადის დროები, გაიხსენეს თვეების სახელწოდებები ინგლისურ ენაზე, შექმნეს ჩანახატი - " ჩემი საყვარელი წელიწადის დრო" და ისაუბრეს თუ რატომ უყვართ ის გამორჩეულად.
გაკვეთილი დასრულდა სახალისო კროსვორდის შევსებით. (პედაგოგი ნატალია ქაჯაია

 

 

 

 

   

 

 

 

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე: ''მოგზაურობა". დახატეს სხვადასხვა ტრანსპორტი, განიხილეს მოგზაურობისთვის საჭირო პროცედურები და ნივთები, დაამზადეს პასპორტები, ნახეს მოცემული მომენტისთვის რამდენი თვითმფრინავია ცაში და რამდენი საქართველოს თავზე. გაეცნენ აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას. როლური თამაშის გამოყენებით გაიარეს პასპორტის შემოწმება, ჩასხდნენ თვითმფრინავში და ,,გაემგზავრნენ"

 

 

   

 

 

         საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - 1921 წლის 25 თებერვალი (საგანი: ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლებაში) (პედაგოგები: . ბარამია, ალ. ფირუზაშვილი; . ლომიძე)
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, მათ შეძლეს თითოეულ საგანში მიწოდებული წყაროებიდან და მედია რესურსებიდან მიღებული ინფორმაციის დახარისხება, გააზრება და საჯაროდ პრეზენტაცია. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება წამოჭრილი საკითხის მიმართ, შეძლეს ადეკვატური დასკვნების გამოტანა და შეფასება;

 

 

   

 

 

 

         მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები. თითოეულ იგავს შეუსაბამეს ანდაზა და შემოქმედებითად გადმოსცეს საპრეზენტაციო ფურცლებზე. (პედაგოგი: ნინო პაპიძე)

 

      

 

 

         VI კლასის მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) ითამაშეს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფად. თითოეულ გუნდს პასუხისათვის ეძლეოდათ 1 წუთი. თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარებასა და განვლილი მასალის გამტკიცებას.

 

      

 

 

 

         გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 21 თებერვალს მსოფლიო მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.
2000
წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
სკოლა ერუდიტის დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა. ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიებზე იმსჯელეს, მიმოიხილეს თერგდალეულების ღვაწლი ქართული ენის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში, ისაუბრეს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით გახლდათ მიწვეული. აღნიშნეს ის აღიარება, რომელიც ამ მოვლენამ ქართულ ანბანს, ლიტერატურასა და, ზოგადად, ქართულ კულტურას მოუტანა

 

 

 

  

 

 

 

         VIII კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) ითამაშეს ინტელექტუალური თამაში ბრეირინგი. იმუშავეს ინდივიდუალურად და გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები.

 

 

          

 

 

         III-IV კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი თემაზე - ,, კანფეტები". (პედაგოგი: ნინო პაპიძე) მოიძიეს ინფორმაცია, თუ როგორ მზადდება კანფეტები, რა ზიანი მოაქვს, ასევე ჩაატარეს კვლევა, თუ რა სიხშირით მიირთმევენ ბავშვები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.

 

         

 

 

         ||| კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს პრეზენტაცია "სტიქიური მოვლენები". (პედაგოგი: თეა ბოკუჩავა) განიხილეს და იმსჯელეს სხვადასხვა სტიქიურ უბედურებაზე.

 

 

    

 

 

         VIII კლასის მოსწავლეებმა ქიმიის ლაბორატორიაში (პედაგოგი: . გრიგალაშვილი) შეისწავლეს ინდიკატორების საშუალებით ტუტეებისა და მჟავების ამოცნობა

   

 

 IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) ითამაშეს ედვარდ დე ბონოს "აზროვნების ექვსი ქუდი". მოსწავლეებმა ბრიტანელი ფსიქოლოგის მეთოდოლოგიით შეაფასეს დავით აღმაშენებლის პოლიტიკური პორტრეტი.
 
თამაში მიზნად ისახავს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

          პრაქტიკული ინგლისური ენა ამერიკელ პედაგოგ ჯეფრი სილვერმენთან

 

     

  

         ამაყი დირექტორი კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულებთან ერთად
გამარჯვებულები:
VII -
კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სირბილაძე - ინგლისური ენა
VII -
კლასის მოსწავლე ზურაბ ქუტაშვილი - მათემატიკა
VIII -
კლასის მოსწავლე საბა გიქოშვილი - მათემატიკა

წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს

 

 

          IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) ითამაშეს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად. თითოეულ გუნდს პასუხისათვის ეძლეოდათ 1 წუთი. თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარებასა და განვლილი მასალის გამტკიცებას.

 

 

    

 

 

         VIII კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე (პედაგოგი: . ბარამია) ითამაშეს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად. თითოეულ გუნდს პასუხისათვის ეძლეოდათ 1 წუთი. თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარებასა და განვლილი მასალის გამტკიცებას.

 

   

 

         III, IV, V კლასის მოსწავლეებმა "სამაყაროს შემეცნების" გაკვეთილზე (პედაგოგები: . ფირუზაშვილი და . ბარამია) განიხილეს ძველი ცივილიზაციები (ეგვიპტე, ჩინეთი და ინდოეთი) და გააკეთეს მათი გეოგრაფიული და ისტორიული ანალიზი

 

 

    

 

         საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფში გაერთიანებული საგნების სწავლების მიზანია გაუჩინოს მოსწავლეს ინტერესი , განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. ფიზიკის გაკვეთილის მიზანი ხშირადაა: საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ ინტერესის განვითარება; სამყაროში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების შესწავლა; დაკვირვების, აღწერის უნარის გამომუშავება; კლასიფიცირების უნარის განვითარება; ჰიპოთეზის გამოთქმის უნარის ჩამოყალიბება; დაგეგმვის უნარის განვითარება; ცდის ჩატარების უნარის ჩამოყალიბება; მონაცემების აღრიცხვის უნარის განვითარება; ანალიზის უნარის განვითარება; დასკვნის გამოტანისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბება; თანამშრომლობის სურვილის განვითარება;

 

 

    

 

         III-IV კლასის მოსწავლეებმა "მე და საზოგადოების" გაკვეთილზე იმსჯელეს კბილების მოვლის მნიშვნელობაზე წარმოადგინეს მცირე ზომის ჩანახატები

 

 

    

 

         VII კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე (პედაგოგი: ალ. ფირუზაშვილი) გააკეთეს პრეზენტაცია მსოფლიოში გავრცელებული ქარების შესახებ. თემა ეხებოდა მუსონურ ქარებს, გრიგალს და ტორნადოს. მოსწავლეებმა დააკავშირეს ქარების გავრცელების არეალი ტემპერატურულ ცვლილებებთან. ისაუბრეს ქარების მიერ გამოწვეულ კატასტროფებზე.

 

 

 

    

 

         ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამა საოცარი თიხა"-ში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის მეშვეობით, გაეცნენ თიხის ნაკეთობათა წარმოების ისტორიულ განვითარებას, თიხის ნაწარმის დამზადებისა და გაფორმების ტექნოლოგიებს, დაათვალიერეს მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალა, თიხის ნაწარმის ნაირსახეობა, თვალსაჩინო და საინტერესო ნიმუშები.
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა შექმნეს მცირე ზომის თიხის ნაკეთობები და საკუთარი სურვილისამებრ მოხატეს თიხის მზა ნაწარმი
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებით ბავშვები ეზიარნენ თიხის კულტურას და მის მრავალფეროვნებას. მსგავსი შემოქმედებითი პროცესი ხელს შეუწყობს მოზარდის შინაგანი ესთეტიკის ჩამოყალიბებას, ავითარებს ფანტაზიას და წარმოსახვით უნარებს.

 

 

    

 

         ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად უადვილებს მოსწავლეებს წერითი უნარების განვითარებას, წერილობითი სამუშაოსა, თუ ტექსტის შექმნას, გახლავთ სიტყვების ჯაჭვი. გარდა წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებისა, ამ ტიპის სამუშაო ავითარებს მოსწავლეებში ასოციაციურ, ლოგიკურ აზროვნებას, ლექსიკურ ერთეულებთან მუშაობისა და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. (პედაგოგი: მაია ფუხაშვილი)

 

 

    

 

         ერთ-ერთი მთავარი და არსებითი გამოწვევა, რომელსაც მოსწავლეები კითხვისა და წერის საწყის ეტაპზე აწყდებიან - მარცვლებისგან სიტყვის შეკვრა, ხოლო მიღებული სიტყვებისგან წინადადებების აწყობა და მათი გაგება-გააზრებაა. იმისთვის, რომ გავუადვილოთ მოსწავლეებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი, სასურველია, ხშირად შევთავაზოთ აქტივობები და თამაშები, რომლებიც სწორედ, მარცვლებსა და სიტყვებზე ვარჯიშს ითვალისწინებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მხიარული ბანქო (პედაგოგი: მაია ფუხაშვილი)

 

    

 

 

         I - II კლასში სამყაროს შემეცნების გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს რუკას და კუთხეებს. თვალსაჩინოების სახით ააწყვეს საქართველოს რეგიონების ფაზლი, იმუშავეს კონტურულ რუკებზე

 

 

 

  

 

         III კლასის მოსწავლეებმა მე და საზოგადოების გაკვეთილზე (პედაგოგი ნინო პაპიძე) ჰიგიენისა და მხედველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს . წარმოადგინეს ინდივიდუალურად შედგენილი წესები - ჰიგიენაზე და იმსჯელეს მხედველობის მნიშვნელობაზე.

 

 

      

 

         III კლასის მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეადგინეს საკუთარი დღის რეჟიმი.
საგანი - "მე და საზოგადოება"; პედაგოგი - ნინო პაპიძე

 

 

     

 

         V კლასის მოსწავლეები კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას. ამჯერად გაეცნენ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს. იმსჯელეს მხატვრულ ხერხებზე, ფლორისა და ფაუნის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, ასევე თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ბუნებას.

 

 

    

 

         წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლა ერუდიტში აღვნიშნეთ. დაწყებითი და XI კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.

 

 

 

    

 

 

         ვაგრძელებთ თემას ჩაის სმის ტრადიციაზე. ამჯერად, III-IV კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჩაის სახეობებს, მომზადების წესებს, პირველად დააგემოვნეს შავი ჩაი რძით.

 

 

     

 

         დაწყებითი კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე - "ოქროს თევზი".
სკოლაში მათ იმსჯელეს და განიხილეს მთავარი პერსონაჟები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეაჯამეს ნანახი და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები

 

 

 

    

 

 

         I-II კლასის მოსწავლეებმა განიხილეს "ჩაის სმის" ტრადიცია. იმსჯელეს ჩაის წარმოშობასა და მის სახეობებზე. ისწავლეს, მოამზადეს და დააგემოვნეს შავი ჩაი რძით.

 

 

 

    

 

 

         სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებული ახალი მოდელის გაკვეთილები ჩვენს სკოლაში.
საგანი - რუსული ენა; თემა - სხეულის ნაწილების შესწავლა; მიზანი - მოსწავლემ შეძლოს სხეულის ნაწილების დასახელება, ჩვენება და დახატვა

 

 

    

 

 

         III-IV-V კლასების მოსწავლეები დაესწრნენ შეხვედრას თემაზე: "ვირუსი". მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვირუსის ვიზუალური გამოსახულება და თავიანთი წარმოსახვით დახატეს თუ რა სახის, ფორმის ვირუსები შეიძლება არსებობდეს გარემოში. იმსჯელეს ვირუსის გავრცელების ხელშემწყობ გარემო-ფაქტორებზე. ჩამოაყალიბეს მოსაზრებები, თუ როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისაგან, რა ხერხებსა და საშუალებებს შეგვიძლია მივმართოთ. მათ ისწავლეს პირბადის დანიშნულება, აუცილებლობა და სწორად მოხმარება. ასევე, გაეცნენ მიკროსკოპის გამოყენების სპეციფიკას

 

 

 

      

 

 

         I-II კლასი დაესწრო შეხვედრას თემაზე: "როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისაგან". მოსწავლეებმა თავიანთი წარმოსახვით დახატეს თუ რა სახის, ფორმის ვირუსები შეიძლება არსებობდეს გარემოში. იმსჯელეს ვირუსის გავრცელების ხელშემწყობ გარემო-ფაქტორებზე. ჩამოაყალიბეს მოსაზრებები, თუ როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისაგან, რა ხერხებსა და საშუალებებს შეგვიძლია მივმართოთ. მათ ისწავლეს პირბადის დანიშნულება, აუცილებლობა და სწორად გამოყენება


 

 

 

 

   

 

 

         IX კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის შემაჯამებელ გაკვეთილზე ( პედაგოგი: ალექსანდრე ფირუზაშვილი ) წარმოადგინეს თემები ,,საქართველოს ბუნებრივი პირობების შესახებ
 
პრეზენტაციის მსვლელობისას, ისაუბრეს საქართველოს ძირითად ბუნებრივ პირობებზე, ნიადაგზე, ჰავაზე, რელიეფზე და შიდა წყლებზე. თითოეულის გამომწვევ მიზეზებზე, ქვეყნის ტერიტორიაზე მათ განფენილობაზე (თემატური რუკების და კარტოგრამების საშუალებით) და პრობლემებზე. დასკვნის სახით წარმოადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანის ცხოვრებაზე და სხვადასხვა რეგიონის განვითარებაზე
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეთა შეფასება მოხდა მათთან ერთად წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.

 

 

 

     

 

 

         სკოლაში ხელოვნების კვირეულის ფარგლებში VII,VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები.
VII
კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს იმპრესიონიზმზე, პოსტიმპრესიონიზმზე, მცირე ჰოლანდიელებზე, პიკასოს შემოქმედებასა და ფიროსმანზე. ასევე გაგვიზიარეს საკუთარი შეხედულებები და შეფასებები ხელოვნების მიმდინარეობაზე და მხატვრებზე.
VIII
კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ანტიკური ხანის კულტურა, ბერძნული ქანდაკების თავისებურებანი. განიხილეს რომის იმპერიის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ისაუბრეს ეგვიპტური ხელოვნების მთავარ პრინციპებზე და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც მათი რელიგიური წარმოდგენებიდან გამომდინარეობს. ასევე შეეხნენ ბიზანტიური არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლს - აია სოფიას. მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს ტაძრის არქიტექტურულ ნიუანსებზე და მოზაიკური მხატვრობის შინაარსზე
IX კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ფრანგული გოთიკის შემკულობას - ვიტრაჟს დაეთმო. მათ საინტერესოდ ისაუბრეს განვითარების ხაზზე, ვიზუალური მასალის საფუძველზე წარმოაჩინეს ის თავისებურებები, რომლებიც მხოლოდ გოთურ ტაძარს ახასიათებს
რენესანსული აზროვნებისთვის დამახასიათებელი სიახლეებიდან გამომდინარე განიხილეს ლეონარდო და ვინჩის მილანის პერიოდი და ფრესკა საიდუმლო სერობა.
ასევე იმუშავეს XI საუკუნის ქართული არქიტექტურის ძეგლებზე სვეტიცხოველი, ალავერდი და ბაგრატის ტაძარი, როგორც სამი დიდი კათედრალი შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში.

 

 

    

 

 

 

         სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლეებში, ჩვენი სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
აღნიშნულს ემსახურება თანამშრომლობა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის პროექტი "სამართლის კლინიკა".
23
დეკემბერს პროექტი დაიხურა თბილისი საქალაქო სასამართლოში გამართული იმიტირებული პროცესით.

             წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს.

           მადლობა იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს დეა ფანცულაიას და             ირაკლი ბერიშვილს,
           ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების