მთავარი გვერდი

   

კათედრები

   

მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი

   

დირექტორის წერილი

   
ავტორიზაცია

ინტერაქტივის

 
   თვითმართველობა                                              

ჩვენ არ ვცდილობთ ვიყოთ პირველნი, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უნიკალურნი

 სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. წინა საარჩევნო პროცესს წარმატებით უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარიამ ლომიძე. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა, 
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ელისაბედ გიორგაძე, X კლასის მოსწავლეები ბაია ბეჟაშვილი და ნიკოლოზ გოგსაძე, XI კლასის მოსწავლე ნანა სულაქველიძე.
სკოლის თვითმმართველობას ახალი თავჯდომარე ჰყავს, მოსწავლეთა არჩევანით 2015-2016 სასწავლო წელს სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით IX კლასის მოსწავლე ელისაბედ გიორგაძე დასახელდა. 
ვულოცავთ ელისაბედ გიორგაძეს თვითმმართველობის თავჯდომარეობას, წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ მას და სკოლაერუდიტის თითოეულ მოსწავლეს.

 

 

 

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის  ორგანიზებით ჩატრდა კარნავალი 2015

 

20 მარტს სკოლა ""ერუდიტის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ააიპ საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კონფერენციაში თემაზე: "სამოქალაქო განათლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ".
სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პედაგოგს . ლომიძეს და X კლასის მოსწავლეებს ანანო გარუჩავას, მარიამ ლომსაძეს, ხათუნა ალავიძეს, ნიკა გოგსაძეს, თამარ ვარდიშვილს და დავით ვარდიშვილს მაღალი სამოქალაქო ცნობიერებისა და კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

 

 

"ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვა" - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ჩვენ თქვენ გვიყვარხართ

 


 

დღეს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ფილმის ჩვენება "9 აპრილი და მისი გმირები".
მოსწავლეებს ესაუბრა 9 აპრილის მონაწილე ჩვენი სკოლის ქიმიის პედაგოგი . თიკანაძე რომელმაც გაიხსენა იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენები და სისხლიანი 9 აპრილის ღამე.
შეხვედრა იყო ემოციური . . .

 

 

 1978 წელს უნდა მიეღოთ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია რომლის პროექტშიც ამოიღეს ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის აღმნიშვნელი მუხლი. ეს ფაქტი გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქართულმა სტუდენტობამ საბჭოთა ხელმძღვანელობა აიძულა უკან დაეხია. ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი აღდგა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება ქართველი ხალხის.
14
აპრილი ეს დღე "ქართული ენის" დღედ არის გამოცხადებული.
დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით "ქართული ენის" დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავინთი დამუშავებული თემები, წაიკითხეს ქართველი მწერლების ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები.
მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობას ასეთი საინტერესო და ლამაზი საღამოსთვის.

 

 

2011 წლის  2 ოქტომბერს სკოლის დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო შემოქმედებითი გაკვეთილი ისტორია - გეოგრაფიაში სიღნაღსა და ბოდბეში.

 

2011 წელი  UNESCO- მიერ ვაჟას წლადაა გამოცხადებული და მისი ეგიდით პოეტის 150 წლის იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ტარდება შიდა სასკოლო ღონისძიებები, შემოქმედებითი საღამოები, წერილობით და საარქივო მასალის განხილვები და .. ოქტომბერში, სკოლა  „ერუდიტისმოსწავლეები ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა გაიხსენეს ვაჟას ლექსები და წარმოადგინეს ნაწყვეტი პოემიდან  „სტუმარ-მასპინძელი“.

 

ამავე წლისნოემბერს  გაიმართა  შეხვედრა  კომპოზიტორ  ვაჟა  დურგლიშვილთანრომელმაც  ბავშვებს  გააცნო  თავისი  შემოქმედებაგაიმართა  კონცერტი.

 

ტელეკომპანიაიმედისეთერში საავტორო გადაცემანანუკას შოუშიგასული სიუჟეტის შემდეგ, მოსწავლეთა თვითმმართველობამ გადაწყვიტა დახმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მადლობის ნიშნად ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსწავლეები მიიწვია სტუდიაში.

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარემ და  წევრებმა (. გვენეტაძე, . ქიტიაშვილი, . გორგოძე) მონაწილება მიიღეს კონკურსში  ”არჩევანი შენზეა”   კონკურსის მიზანი იყო, სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობა აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ. ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის დახვეწა და განვითარება. III ტურში დარჩენილი 18 გუნდიდან ფინალურ შეხვედრაში წარმატებული მონაწილეობისათვის  ჩვენი სკოლის  მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

 

2011წლის 28 დეკემბერსერუდიტში“  გაიმართა საახალწლო კარნევალიწარმოდგენილი იყო სპექტაკლები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

 

2012 წლის აპრილში სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბისმოუსმინე დედამიწასწევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს აქცია   დასუფთევების - გამწვანების.

 

2012 წლის 4 მაისს  სკოლაერუდიტისდირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის  ინიციატივით გააფორმდა მემორანდუმი სსიპ . ტყიბულის №6საჯარო სკოლასთან.

 

29 მაისს  სკოლაერუდიტისმოსწავლეთა თვითმმართველობის  ინიციატივით სკოლაში მოეწყო 12- კლასის მოსწავლის ანა მარგიანის პერსონალური ფოტო გამოფენა.

 

2012 წლის 15 ივნისს სკოლაერუდიტსესტუმრა სსიპ  . ტყიბულის  №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები. გაიმართა დებატები თემაზეწიგნი თუ კომპიუტერიდა  კონცერტი სკოლაერუდიტისმოსწავლეების   მონაწილეობით.

 

 2012 წლის   ოქტომბერის თვეში  სკოლის დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო შემოქმედებითი და ინტეგრირებული ექსკურსიები მცხეთაში, ყინწვისშირუის-ურბნისში, შიომღვიმეში და უფლისციხეში.

 

2012 წლის 2 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოწონებულიქნა და დაფინანსდა თბილისის სკოლა "ერუდიტის" სამოქალაქო  კლუბის "მოუსმინე დედამიწას" და . ტყიბულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ახალგაზრდული გულის" ინიციატივაეკოტური ვარძიაში“, რაც მიზნად ისახავდა ისტორიული ძეგლის  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას. მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში  შეიძინეს ხელთათმანები, სამუშაო იარაღები, პარკები და დაიქირავეს ტრანსპორტი.

სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად დასუფთავების აქციაში  მონაწილეობა მიიღეს სკოლაერუდიტისდირექციამ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმამშობელმა  და ტყიბულის სკოლის ორმა პედაგოგმანაგვის გატანა უზრუნველყო ასპინძის მუნიციპალიტეტმა.

 22 ნოემბერს სკოლაერუდიტშიჩატარდა დეილ კარნეგის წიგნისროგორ შევიძინოთ მეგობრები. როგორ მოვიმხროთ ადამიანები“  პრეზენტაცია-განხილვა. წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ  სკოლაერუდიტის“  XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც  სამი ძირითადი მიმართულება განიხილეს: ლუკა გვენეტაძე - ადამიანებისათვის თავის მოწონების ექვსი ხერხი. ბექა ხურციძე - თუ მტყუანი ხართ აღიარეთსაბა ცირეკიძე - ვინც ასე მოიქცევა მსოფლიოს დაიპყრობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქართველი ემიგრანტი   აშშ-ში გიორგი ნარიმანიძე, რეჟისორი ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილი და სკოლის აქტიური მშობელი ექიმი არსენ გვენეტაძე.

 

29 ნოემბერს სკოლაერუდიტშიდირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმისსამანისჩვენება. ფილმში ნაჩვენები იყო  II მსოფლიო ომის დროს საქართველოში მოქმედი საიდუმლო ორგანიზაციასამანისადა თსუ- ასპირანტთა საქმიანობა, რომლებიც ცდილობდნენ გერმანელების დახმარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევას. მცდელობა ჩაიშალა და ორგანიზატორები დახვრიტესვინ იყო პატრიოტი? ეს იყო ფილმის განხილვის მთავარი თემა. სკოლის მოსწავლეთა აზრი ორად გაიყო. გაიმართა დებატები.

 

 2012 წლის 4 დეკემბერს  სკოლაერუდიტისსამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ინიციატივის ფარგლებში ეწვივნენ ბარისახოს სკოლა პანსიონს. კლუბის წევრებმა წინასწარ ჩაატარეს კვლევა ბარისახოს სკოლის მოსწავლეების საჭიროებების გამოსავლენადმოაგროვეს თბილი ტანსაცმელი, საკვები პროდუქტებიშეიძინეს სასკოლო რუკები და ბარისახოში სტუმრობისას საჩუქრად გადასცეს ბავშვებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომერუდიტისკლუბის წევრის აქტიურმა მშობელმა, -მა არსენ გვენეტაძემ, გადასცა ბარისახოს ბავშვებს მის მიერ მოპოვებული, ცნობილი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას შექმნილი რუკები.

 

სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ჩაუტარეს ტრენინგიმონაწილეობის კიბე“. მოაწყვესკარნეგის წიგნისეპიზოდების  განხილვა, ერთობლივად შექმნესნატვრის ხე“, რითაც კიდევ ერთხელ გაეცნენ სკოლის მოსწავლეების საჭიროებებს და დასახეს სამომავლო გეგმები ბარისახოს მოსწავლეების დასახმარებლად. ბარისახოელმა ბავშვებმა სტუმრებისათვის მოაწყვეს კონცერტი.

 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში, სამოქალაქო განათლების კლუბმამოუსმინე დედამიწასმოიპოვა გრანტი პროექტითერთად ვქმნით ნათელ მომავალს“. რომლის მიზანი იყო მოსწავლეების აქტიურად ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში.სკოლაში მოსწავლეებისთვის ჩატარდა 4ტრენინგი:1. კლუბის სტუქტურა; 2.გამოცდილების გაზიარება; 3.ადვოკატირება; 4.აქტიური მოქალაქეობა.პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბუკლეტები სადაც აღბჭდილია კლუბის საქმიანობის ამსახველი მასალა, დასკვნით ღონისძიებაზე ეს ბუკლეტები დაურიგდათ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს მოწოდებით- შემოგვიერთდით და თქვენც შექმენით აქტიური სამოქალაქო კლუბები!

 11 დეკემბერს 2012 წლის კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაშიეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.   ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდასაქართველოში უფროსკლასელთა შორის    ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება.

სკოლაერუდიტის“  მოსწავლეებმა ვიქტორინაში მეორე ადგილი მოიპოვეს!

 

 2013 წლის 28 იანვარს კლუბმა მონაწილეობა მიიღო  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის, ასოციაციამშვიდობა და განათლების“, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისე  სტუდენტთა  ასოციაციის ერთობლივ აქციაში - „აქტიური მოქალაქეობა - დავეხმაროთ ერთმანეთს".

გამოცხადდა  ონლაინ აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას.

 2013 წლის 20 თებერვალს სსიპ ქალაქ თბილისის #45 საჯარო სკოლაში გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, - რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან.

 

 აუდიტორიის წინაშე წარსდგა კლუბის ლიდერი ანა ჭარბაძე და აქტიური წევრი ნატალია ქოჩიაშვილი პრეზენტაციით, რომელთაც გააცნეს ამერიკის ელჩს და დამსწრე საზოგადოებას  კლუბმოუსმინე დედამიწასწევრების მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები. კლუბის მუშაობამ სტუმრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.მათ ჩვენი კლუბის წევრებს შემდგომი დიდი წარმატებები და ინიციატივები უსურვეს.

 

 2013 წლის 14 აპრილს სკოლაერუდიტი“- მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ თბილისის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ჩატარებულ აქციაში  „ვაჩუქოთ წიგნები მეგობრებს!“ მოსწავლეები გამოეხმაურნენ  სოციალური ქსელით გავრცელებულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის სომხურენოვანი სკოლის (სკოლაში 110 ბავშვი სწავლობს) ქართული ენის მასწავლებლის -ნი ინგა ბაგრატიონის თხოვნა-მოწოდებას დახმარებოდნენ ამ სკოლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნებით. ათი დღის მანძილზე თბილისის მასშტაბით შეაგროვეს 1000-მდე ქართული წიგნი და გადასცეს სოფ. ალასტანის სკოლის წარმომადგენლებს და უფროსკლასელ მოსწავლეებს.

 

 

 

ამინდი
 

კალენდარი

 

ბმულები

 

© 2011 შ.პ.ს. ერუდიტი

 ყველა უფლება დაცულია

www.eruditischool.ge

 

Designed By:  Development